23.05.2025

"ვისსენ"-ისა და HWK Erfurt-ის მემორანდუმი

გერმანიის ქალაქ ერფრუტის სახელობო პალატასა და გერმანული ენის ცენტრ “ვისსენ“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

გერმანიის ქალაქ ერფრუტის სახელობო პალატასა და გერმანული ენის ცენტრ “ვისსენ“-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც პროექტ " "CRAFT"-ის ფარგლებში უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთათვის გერმანიაში საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული განათლების მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

თანამშრომლობის ეს შეთანხმება ხელს უწყობს და სტრუქტურირებულს ხდის კოოპერაციას  ერფრუტის სახელობო პალატასა და ენის ცენტრ „ვისსენ“-ს შორის. მისი მთავარი მიზანია, საქართველოდან დასაქმებით დაინტერესებული პირების ინფორმირება და მათი კონსულტაცია,  რაც მათ მიგრაციისთვის მზადებაში, თიურინგიის მიწაზე წარმატებით დასაქმებასა და ინტეგრაციაში დაეხმარება.

პროექტის ფარგლებში ჩვენს ცენტრს სტუმრობდნენ გერმანიის მხარის წარმომადგენლები, მაგდალენა სციპა და უნდინე ცენტგრაფი. ასევე ქ. ბათუმის გერმანული ენის პედაგოგები.