20.06.2025

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი "ვისსენ"-ში

გერმანული ენის ცენტრ “Wissen”-ს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი ერნსტ პეტერ ფიშერი, მეუღლესთან მარია დელ კარმენ ფიშერთან ერთად ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი შეხვდა ცენტრის პედაგოგებსა და მოსწავლეებს, გაეცნო ცენტრის ძირითად საგანმანათლებლო მიმართულებებს, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.

ელჩთან შეხვედრა გამორჩეულად ღირებული იყო როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეთათვის. გულწრფელმა საუბარმა, მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე შეკითხვებმა კიდევ უფრო საინტერესო გახადა ინტერაქცია.

ბატონი ფიშერის მხრიდან გამოხატული ყურადღება და მხარდაჭერა ჩვენს პროფესიულ და საგანმანათლებლო საქმიანობას უდიდეს მოტივაციას სძენს.

ჩვენ გვჯერა, რომ ენის სწავლა ხიდია ქვეყნებსა და ერებს შორის — რისი დასტურიც დღევანდელი დღეა.