24.05.2025

სტუმრად პროფესიულ კოლეჯ "ბლექსი"-ში

ქალაქ ერფურტის სახელობო პალატის წარმომადგენლები, გერმანული ენის ცენტრ “ვისსენ”-ის შუალდგომლობით ქ. ბათუმის სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯს "ბლექსი"-ს ეწვივნენ.

ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის, გერმანიის თიურინგიის მიწის ქალაქ ერფურტის სახელობო პალატის წარმომადგენლები, ქალბატონები უნდინე ცენტგრაფი და მაგდალენა სციპა გერმანული ენის ცენტრ “ვისსენ”-ის შუალდგომლობით ამა წლის 23 მაისს ქ. ბათუმის სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯს "ბლექსი"-ს ეწვივნენ.

კოლეჯის დირექტორთან, ბატონ გიორგი გოგიტიძესთან გაიმართა მოლაპარაკება სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე, განხილულ იქნა ორივე მხარის სხვადასხვა შემოთავაზება და დაისახა პირველი ეტაპის გეგმები.მოლაპარაკების შემდეგ მოგვეცა საშუალება გერმანელ პარტნიორებთან ერთად დაგვეთვალიერებინა კოლეჯის სასწალო ოთახები და ინფრასტრუქტურა.