25.05.2025

ვიზიტი ქ. ბათუმის №1 და №16 საჯარო სკოლებში

ქალაქ ერფურტის სახელობო პალატის წარმომადგენლები და გერმანული ენის ცენტრის "ვისსენ"-ის პედაგოგები ქ. ბათუმის №1 და №16 საჯარო სკოლებს ეწვივნენ.

გერმანული ენის ცენტრ “ვისსენ”-ის შუამდგომლობით, აჭარის განათლების სამინისტროს და ქ. ბათუმის რესურსცენტრის მხარდაჭერით, გერმანიის თიურინგიის მიწის ქალაქ ერფურტის სახელობო პალატის წარმომადგენლები, უნდინე ცენტგრაფი და მაგდალენა სციპა და გერმანული ენის ცენტრის "ვისსენ"-ის პედაგოგები ქ. ბათუმის №1 და №16 საჯარო სკოლებს ეწვივნენ.

სტუმრებმა დაინტერესებულ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს საკუთარი საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია წარუდგინეს და გერმანიაში დუალური პროფესიული განათლებისა და ლეგალურად სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობები გააცნეს.

‍

შეხვედრების დასასრულს სტუმრებმა დაინტერესებულ პირთა შეკითხვებს უპასუხეს და გერმანიაში პროფესიული დასაქმების სურვილის შემთხვევაში, "ვისსენ"-ის შუამდგომლობით და მასთან პარტნიორობის ფარგლებში მათ მხარდაჭერას და დახმარებას შეჰპირდნენ.