16.12.2025
საშობაო საღამო გერმანიის საელჩოში
ჩვენი ცენტრის პედაგოგები გერმანიის საელჩოს საშობაო საღამოზე

ჩვენი ცენტრის პედაგოგებს, ირმა დავითაძეს და ნათია ხაბეიშვილს, ჰქონდათ პატივი, დასწრებოდნენ საშობაო მიღებას გერმანიის ელჩთან, ერნსტ პეტერ ფიშერთან და მის მეუღლესთან, მარია დელ კარმენ ფიშერთან.
ღონისძიება გაიმართა გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ძალიან თბილ, მეგობრულ და საზეიმო გარემოში. კოლეგებმა ისიამოვნეს გერმანული ტრადიციებით და სადღესასწაულო დეკორაციებით. ეს გამოცდილება კიდევ ერთხელ აძლიერებს ჩვენს პედაგოგთა კავშირს გერმანულ დიპლომატიურ და კულტურულ წრეებთან და ასახავს ჩვენი ცენტრის აქტიურობას საერთაშორისო კულტურულ სივრცეში.