03.10.2025
გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილი მიღება გერმანიის საელჩოში
მიღებაზე მიწვეული იყო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის — გერმანული ენის ცენტრი „Wissen“

2025 წლის 3 ოქტომბერს გერმანიის ელჩმა, ბატონმა ერნსტ პეტერ ფიშერმა და მისმა მეუღლემ, ქალბატონმა მარია დელ კარმენ ფიშერმა, უმასპინძლეს ღონისძიებას, რომელიც მიეძღვნა გერმანიის გაერთიანების დღეს. მიღებაზე მიწვეული იყო სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის — გერმანული ენის ცენტრი „Wissen“, რომლის სახელით ღონისძიებას ესწრებოდნენ ირმა დავითაძე და გურანდა ფარცვანია. თავის გამოსვლაში ბატონმა ფიშერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის სიძლიერე თავისუფლებასა და ერთიანობაზეა დაფუძნებული და ამ ღირებულებების დაცვა მომავალი თაობისთვის მნიშვნელოვანია. ცენტრის წარმომადგენლებთან პირად საუბარში ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ცენტრის საქმიანობისადმი და აღნიშნა მისი წვლილი აჭარის რეგიონში გერმანული ენისა და კულტურის გავრცელებაში.