19.06.2026
გერმანიის ელჩის გამოსამშვიდობებელი მიღება
საღამოს გერმანული ენის ცენტრ "ვისსენ"-ის პედაგოგები ესწრებოდნენ

გერმანული ენის ცენტრ „ვისსენის“ გუნდი, გერმანიის ელჩის საქართველოში, ბატონი ერნსტ პეტერ ფიშერისა და მისი მეუღლის, ქალბატონ მარია ფიშერის, პირადი მიწვევით, დაესწრო ელჩის გამოსამშვიდობებელ მიღებას.
ბატონი ფიშერი მთელი თავისი საქმიანობის განმავლობაში ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იყო. ჩვენთვის უდიდესი პატივი იყო მის გამოსამშვიდობებელ საღამოზე დასწრება. გულითად მადლობას ვუხდით ბატონ ფიშერს საქართველოში დიპლომატიური მისიის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, ჩვენი ცენტრის მიმართ გამოჩენილი კეთილგანწყობისა და მხარდაჭერისთვის. ვუსურვებთ მას და მის ოჯახს ჯანმრთელობას, წარმატებებსა და ყოველივე საუკეთესოს მომავალ საქმიანობასა და ცხოვრებაში.