
პროექტ „CRAFT“-ის კოორდინატორისა და გერმანული ენის ცენტრ „Wissen“-ის წარმომადგენელთა შეხვედრა
გერმანია-საქართველოს შორის ორმხრივი განათლების პროექტის ფარგლებში გერმანიის სახელოსნო პალატის პროექტის „CRAFT“-ის კოორდინატორმა, ქალბატონმა უნდინე ცენტგრაფმა და გერმანული ენის ცენტრის „Wissen“-ის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელსაც მე-16 საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ცირა ქობულაძემ, უმასპინძლა.
შეხვედრის მიზანი იყო გერმანიაში დუალური პროფესიული განათლების, პროფესიული პრაქტიკის და მუშაობის შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციის წარდგენა, რასაც სკოლის პედაგოგები, მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შეუძლიათ 330-ზე მეტ პროფესიაში დუალური განათლება, პრაქტიკა და მუშაობა სამი ძირითადი მიმართულებით მიიღონ: სახელოსნო, ინდუსტრია - ელექტროინჟინერია და სამედიცინო მიმართულებებით. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ახალგაზრდებს ქ. ერფურტის პროფესიული განათლების ორგანიზაცია და სახელოსნო პალატა სრულ მხარდაჭერას სთავაზობს საწარმოს, პროფესიული სკოლის და საყოფაცხოვრებო ბიუროკრატიულ საკითხებში, როგორც გამგზავრებამდე ასევე ადგილზე ინტეგრაციის პერიოდში. პროექტი ხორციელდება ერფურტის სახელობო პალატის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით.
დაინტერესებული პირები, რომლებიც ამ ტიპის დუალურ პროფესიულ განათლებას ეუფლებიან, შემდეგი დადებითი მხარეებით სარგებლობენ:
• პროფესიული საბაზო განათლება და და შემდგომი კვალიფიკაციის ამაღლება აქტუალური სტრანდარტების ბაზაზე.
• პროფესიული კომპეტენციების განვითარება.
• პიროვნების განვითარება.
• ფინანსური და კარიერული ზრდის შანსები.
• შემდგომი დუალური უმაღლესი განათლების შესაძლებლობები.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა ინტერაქცია. ქალბატონმა უნდინემ და გერმანული ენის ცენტრის „Wissen“ -ის წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს ღონისძიებაში მონაწილება შეკითხვებს და დასახეს სამომავლო თანამშრომლობა.
.png)



