05.05.2025

საგაზაფხულო სკოლა გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებისა და მოსწავლეთათვის

5 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საგაზაფხულო სკოლა გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებისა და მოსწავლეთათვის, რომელშიც ჩვენი მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

5 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საგაზაფხულო სკოლა გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებისა და მოსწავლეთათვის, რომლის ორგანიზატორებიც გახლდათ:

• მიუნსტერის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტი

• გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD)

• ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ევროპეისტიკის დეპარტამენტი

• საინფორმაციო მხარდაჭერა: გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაცია საქართველოში.

პროგრამაში ჩვენი ცენტრის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა. პროგრამის ფარგლებში  მათ ამოხსნეს თავსატეხები, აქტიურად იყვნენ ინტერაქტიულ თამაშებში ჩართულნი, მიიღეს ახალი გამოცდილებები, დაამყარეს ახალი კონტაქტები და შეიძინეს ახალი მეგობრები.

ინტერაქტიულ თამაშებსა და ჰაბქვიზში ჩვენმა პატარებმა მესამე ადგილი მოიპოვეს. ეს მათი პირველი გერმანული აქტივობა იყო ფართო კონკურენციის პირობებში, რასაც საკმაოდ წარმატებულად გაართვეს თავი. ვულოცავთ ჩვენი ცენტრის მოსწავლეებს ამ გამარჯვებას!